A E L R T X Y

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გვე

გველის შხამი

E. snake venom
Rus. змеиный яд
L. venenum serpentes
შხამიანი გველების სანერწყვე ჯირკვლების ტოქსიკური გამონაყოფი. უფერო, მოყვითალო ან მომწვანო ფერის სითხეა, შეიცავს ალბუმინებს, გლობულინებს, ფერმენტებს, მარილებს და სხვ. მშრალ მდგომარეობაში მისი შენახვა შესაძლებელია დაახლოებით 23 წლის განმავლობაში. გველის შხამი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, კერძოდ, ეპილეფსიის, სტენოკარდიის შემთხვევებში, აგრეთვე როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სიმსივნეების დროს. შხამიანი გველის კბენისას ყველაზე უფრო ეფექტური საშუალებაა ორგანიზმში სპეციფიკური შრატის (ანტიდოტის) შეყვანა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9