A E L R T X Y

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გლა გლი გლო გლუ

გლუკოზა

E. glucose
Rus. глюкоза
L. glucosa
(ბერძნ. glykys ტკბილი, osis მდგომარეობა) - ყურძნის შაქარი (C6H12O6). ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მონოსაქარიდია ჰექსოზების ჯგუფიდან. ცოცხალი უჯრედის ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა. შედის მრავალი ოლიგოსაქარიდის (ლაქტოზა, მალტოზა, საქაროზა), პოლისაქარიდის (ცელულოზა) და ზოგიერთი გლიკოპროტეიდის შემადგენლობაში. გლუკოზის კონცენტრაციის რეგულაცია სისხლში ძირითადად ჰორმონ ინსულინისა და მისი ანტაგონისტის - გლუკაგონის საშუალებით ხორციელდება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9