A E L R T X Y

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გრა გრი გრძ

გრანულომა

E. granuloma
Rus. гранулема
L. granuloma
(ლათ. granulum მარცვალი, ბერძნ. oma სიმსივნე) - ანთების კერა, რომელიც განპირობებულია შემაერთებელი ქსოვილის ინტენსიური პროლიფერაციით. აღინიშნება მაკროფაგების, ზოგჯერ კი ლიმფოციტების და პლაზმური უჯრედების დაგროვება. დამახასიათებელია პოლიკარიოციტების წარმოქმნაც. უფრო ხშირად ვითარდება ინფექციური დაავადებების (ტუბერკულოზის, ათაშანგის, კეთრის, ბრუცელოზის, ტულარემიის, აქტინომიკოზის), კოლაგენური დაავადებების (მაგ., რევმატიზმის) დროს და ორგანიზმში უცხო სხეულის მოხვედრის ადგილას. აქვს მკვრივი კვანძის კონსისტენცია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9