A E L R T X Y

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გრა გრი გრძ

გრიპი ფრინველების

E. birds flu
Rus. птичий грип
L. aves influenza
(ფრანგ. gripper დაჭერა) - წყლის ფრინველები წარმოადგენენ რნმ-ს ახალი გენების წყაროს. აქედან წარმოიქმნება ადამიანის გრიპის ვირუსის ახალი შტამები. იმ შემთხვევაში, თუკი ფრინველის და ადამიანის A გრიპის ვირუსები ერთდროულად დააინფიცირებენ რესპირატორული ტრაქტის ერთი და იგივე უჯრედს, ადგილი შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურ რეკომბინაციას, ანუ რეკომბინანტური გრიპის ვირუსის წარმოქმნას. ამ ვირუსის შუალედური მასპინძელია ღორი, რომლის უჯრედები შეიცავს როგორც ადამიანის, ასევე ფრინველების გრიპის ვირუსის რეცეპტორებს (იხ. ვირუსი ღორების გრიპის). 1997 წელს გრიპის ვირუსის ახალმა შტამმა (H5N1), რომელიც ადრე გავრცელებული იყო ქათმებში, გადალახა სახეობრივი ბარიერი და გამოიწვია ადამიანის დაავადება. ჯანმო-ს 2007 წლის მონაცემებით, აზიის ქვეყნებში დაფიქსირებულ იქნა H5N1- ის 112 სეროლოგიურად დამტკიცებული შემთხვევა, რომელთაგან 57 ადამიანის დაიღუპა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9