E. fatigueRus. усталость (утомляемость)L. fatigatio ფიზიკური ან გონებრივი მდგომარეობა, რაც ვითარდება ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის შედეგად. კუნთური დაღლილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს კუნთებში მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვებასთან, რომლებიც მიმოცვლითი რეაქციების პროცესში წარმოქმნისას, ვერ ასწრებენ ორგანიზმიდან გამოსვლას ვენურ სისხლთან ერთად. არასწორმა და არასაკმარისმა კვებამ ანდა ამა თუ იმ ავადმყოფობამ შეიძლება დაღლილობის პროვოცირება გამოიწვიოს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]