E. dracunculoseRus. дракункулезL. dracunculosis ნემატოდოზების ჯგუფის ჰელმინთოზია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ალერგიული მოვლენები და ადგილობრივი ანთებითი პროცესები. გამომწვევია რიშტა (Dracunculus medinensis). ადამიანის დასნებოვნება ხდება სასმელ წყალთან ერთად ჰელმინთის მატლების შემცველი კიბოსნაირების (ciklopis) გადაყლაპვისას. დაავადება კლინიკურად გამოიხატება კანის დაწყლულებაში. მკურნალობა ქირურგიულია. ავადმყოფობა გავრცელებულია აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში. სინ.: დრაკონტიაზი, რიშტა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]