A E L R T X Y

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეკლ ეკმ ეკო ეკქ

ეკოესტროგენები

E. ecoestrogenes
Rus. экоэстрогены
L. oecoestrogeni
(ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, ლათ. oestrus მძუვნობა, ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) - იგივე ქსენოესტროგენები. ესტროგენური აქტივობის მქონე ქიმიური ნივთიერებანი (პესტიციდები, ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი, ნავთობპროდუქტები და სხვ.), რომლებიც ავლენენ ემბრიოტოქსიკურ და კანცეროგენურ მოქმედებას და გავლენას ახდენენ ნაყოფიერებაზე. მაგ., დდტ და მისი მეტაბოლიტები, აგრეთვე მისი თანამედროვე შემცვლელები, გარდა ტოქსიკური და კანცეროგენური ეფექტებისა, ახდენენ ესტრადიოლის მოქმედების იმიტაციას, უკავშირდებიან რა სამიზნე-უჯრედების შესაბამის რეცეპტორებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9