E. erysipeloidRus. эризипелоидL. erysipeloidum (ბერძნ. erythros წითელი, eidos სახე) - კანის და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების ინფექციური დაავადება. გამომწვევია ბაქტერია Erysipelothrix insidiosa. ჩვეულებრივ, უვითარდებათ იმათ, ვინც ხელით ამუშავებს თევზეულს, შინაური ფრინველის ხორცს. ინფექცია ორგანიზმში იჭრება ნაკაწრებიდან. შეჭრის ადგილზე წარმოიქმნება ერითემა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]