L. morbus CrohniRus. болезнь КронаE. Crohn’s disease დაავადება, როდესაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ცალკეულ უბნებში აღნიშნება ანთებითი პროცესები, რის გამოც ისინი სქელდებიან და წყლულდებიან. მკურნალობისათვის იყენებენ კორტიკოსტეროიდებს, იმუნოდეპრესანტებს, ანტიბიოტიკებს და დიეტას. ზოგჯერ აუცილებელი ხდება დაზიანებული უბნის ქირურგიული ამოკვეთა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]