A E L R T X Y

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აც
ავა ავი ავს ავტ

ავადმყოფობა ლაიმის

L. morbus Lymi
Rus. болезнь лаймская
E. lyme disease
აშშ-ის შტატ კონექტიკუტის ერთ-ერთი ქალაქის სახელის მიხედვით. დაავადების გამომწვევია Borrelia burgdorferi. ვექტორებია ტკიპები – Ixodes dammini და I. pacificus. მიკროორგანიზმის მთავარი რეზერვუარია თაგვები. ტკიპის კბენის ადგილიდან სპიროქეტა სხვადასხვა ორგანოებს (გულს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, სახსრებს) გადაეცემა სისხლის საშუალებით. I სტადიაზე ჩნდება გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილები და სხვ. II სტადიაზე წინა პლანზე გამოდის კარდიალური და ნევროლოგიური მოვლენები, აგრეთვე მწვავე (არასეპტიკური) მენინგიტი და კრანიალური ნეიროპათიები. სამკურნალოდ იყენებენ დოქსიციკლინს ან ამოქსიცილინს, აგრეთვე პენიცილინს და ცეფტრიაქსონს. პრევენციული ღონისძიებები ითვალისწინებს დამცველი ტანსაცმლის ტარებას და ტკიპების საწინააღმდეგო რეპელენტების გამოყენებას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9