A E L R T X Y

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ექთ ექი ექო ექს ექტ

ექინოკოკი

E. echinococcus
Rus. эхинококк
L. echinococcus
(ბერძნ. echinos ზღარბი, kokkos მარცვალი) - Echinococcus granulosus მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპს და თასმისებური ჭიების კლასს. ზრდასრული ექინიკოკი ბინადრობს დეფინიტური მასპინძლის (ძაღლის, მგლის და ა.შ.) წვრილ ნაწლავში. მასპინძლის განავალთან ერთად გამოიყოფა ექინოკოკის კვერცხები, რომლებიც შესაძლებელია მოხვდეს ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. კვერცხიდან გამოსული ლარვა იჭრება ნაწლავის სისხლძარღვებში, მიყვება სისხლის ნაკადს და იბუდებს სხვადასხვა ორგანოებში, სადაც წარმოქმნის მრავალრიცხოვან რთულ ბუშტუკებს. ადამიანში იწვევს სერიოზულ დარღვევებს, არც თუ იშვიათად, ლეტალურ შედეგსაც.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9