E. vampiresRus. вампирL. vampires (ფრანგ. vampire სისხლისმსმელი, ბოროტი) - მიეკუთვნებიან ძუძუმწოვრების კლასის, ხელფრთიანების რიგს (Chiroptera). პატარა ზომის მფრინავი ცხოველებია. ზოგიერთი მათგანი ცოფის ვირუსის რეზერვუარია. ვამპირი-ხელფრთიანები საქართველოში არ ბინადრობენ. ჩვენში ბინადარი ღამურებისაგან განსხვავებით, ვამპირები სისხლისმწოველი ცხოველებია. ამდენად, ცოფის გავრცელების მხრივ ძალზე საშიშნი არიან.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]