A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვაგ ვაზ ვაკ ვალ ვამ ვარ ვას ვაქ

ვარიკოზული ვენები

E. varicose veins
Rus. варикозные вены
L. vena varicosus
(ლათ. varix ვენის გაგანიერება) - მუდმივად გაფართოებული, დაკლაკნილი ვენები. უფრო ხშირად ზიანდება ქვედა კიდურების, აგრეთვე სათესლე ბაგირაკის და სწორი ნაწლავის ვენები. არსებობს მემკვიდრული მიდრეკილება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისადმი. ასეთი მდგომარეობა შეიძლება გართულდეს დაზიანებული ვენების თრომბოზით ან ფლებიტით, აგრეთვე სისხლდენით. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ავულსიის (ვენის დაზიანებული უბნის ამოკვეთა) ან ფლებექტომიის (ვენის სეგმენტის ამოკვეთა) ჩატარება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9