A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვეგ ვეზ ვეი ვენ ვერ ვეს ვექ

ვერცხლისწყალი

E. mercury
Rus. ртуть
L. mercurius
მოვერცხლისფრო მეტალია (Hg), რომელიც ოთახის ტემპერატურაზე იღებს თხევად კონსისტენციას. მისი ტოქსიკურობა მნიშვნელოვნად ზღუდავს მის გამოყენებას მედიცინაში, თუმცა ადრე ვერცხლისწყლის შემცველ მალამოებს იყენებდნენ სიფილისის სამკურნალოდ (პარაცელსი). ამჟამად ვერცხლისწყლის მარილები გამოიყენება ანტისეპტიკურ, ანტიპარაზიტულ ნივთიერებებში და ფუნგიციდებში. ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიაში, როგორც ამალგამის ბჟენების ერთ-ერთი კომპონენტი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9