E. vicariousRus. викарныйL. vicarius (ლათ. vicarius შემცვლელი) - ურთიერთგამომრიცხავი, ურთიერთჩამნაცვლებელი. 1. ტერმინი გამოყენებულია ზოგიერთი მიკროორგანიზმის აღსანიშნავად: მაგ., ყვითელი ცხელების და დენგეს ცხელების ვირუსები ვიკარული ანუ ურთიერთგამომრიცხავი მიკროორგანიზმებია, რაც განპირობებული უნდა იყოს გადამტანის (კოღოს) უჯრედული რეცეპტორებისადმი კონკურენციით. 2. ტერმინი გამოყენებულია ურთიერთჩამნაცვლებელი ორგანოების აღსანიშნავად.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]