A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვირ ვის ვიტ

ვირუსების გენეტიკა

E. virus genetics
Rus. генетика вирусов
L. virus genetica
(ლათ.virus შხამი, ბერძნ. genesis წარმოშობა) - ვირუსების გენეტიკური აპარატი წარმოდგენილია ერთ ან ორჯაჭვიანი რნმ-თი და ერთ ან ორჯაჭვიანი დნმ-თი. ვირუსების უმეტესობას გააჩნია ხაზოვანი ან რგოლოვანი (დახშული) ფორმის ერთი მთლიანი ან ფრაგმენტირებული გენომი. რეტროვირუსებს აქვთ ორი, შემადგენლობით იდენტური გენომი. ერთჯაჭვიან გენომებს გააჩნიათ ორი პოლარობა: პოზიტიური, როდესაც ნუკლეინის მჟავა წარმოადგენს მატრიცას ახალი გენომების და საინფორმაციო რნმ-ს სინთეზისათვის და ნეგატიური, როდესაც ნუკლეინის მჟავა ასრულებს მხოლოდ მატრიცის ფუნქციას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9