E. vaccine virusRus. вирус вакциныL. vaccinus virus (ლათ. virus შხამი, vacca ძროხა, vaccinus ძროხისა) - ძროხის ყვავილის გამომწვევი ვირუსის მონათესავე ვირუსი, რომლისგანაც ე. ჯენერის შემდეგ მზადდებოდა ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინები. მოლეკულურ დონეზე ჩატარებულმა კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ ძროხის ყვავილისა და ვაქცინის ვირუსები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]