A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვირ ვის ვიტ

ვირუსი კიასანურის ტყის დაავადების

E. Kyassanur forest disease virus
Rus. вирус болезни леса
L. Киассанур Kyassanur silva morbus virus
ვირუსი მიეკუთვნება ფლავივირუსების ოჯახის ფლავივირუსების გვარს. გამოყოფილ იქნა 1957 წელს ინდოეთში მდებარე კიასანურის ტყის რაიონში მცხოვრები ადამიანებისა და მაიმუნებისაგან. დაავადების რეზერვუარია იქსოდისებრი ტკიპები და ძუძუმწოვრები. დაინფიცირების მექანიზმი ტრანსმისიულია. ავადმყოფობის დასაწყისი მწვავეა. მძიმე შემთხვევებში ვითარდება კუჭ-ნაწლავური სისხლდენები, სისხლის ღებინება, მენინგოენცეფალიტის სიმპტომები. ლეტალობა 10%-ს აღწევს. გადატანილი დაავადების შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9