A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვირ ვის ვიტ

ვირუსი ლასას ცხელების

E. Lassa fever virus
Rus. вирус лихорадки Ласса
L. Lassa febris virus
მიეკუთვნება არენავირუსების ოჯახს. აღნიშნული რნმ-ს შემცველი ვირუსი გამოყოფილ იქნა 1969 წელს ნიგერიაში, ქ. ლასას მისიონერთა ჰოსპიტალში. ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით მიმდინარე ჰემორაგიული ცხელების გამომწვევია. დაავადება ენდემურია აფრიკისათვის. ძირითადი რეზერვუარია ე.წ. მრავალდვრილიანი ვირთაგვები, რომლებიც გამომწვევ აგენტს გამოყოფენ შარდთან და ნერწყვთან ერთად. ადამიანი ინფიცირდება ალიმენტური, კონტაქტური და ჰაერ-წვეთოვანი გზებით. მძიმე ფორმების დროს ლეტალობა 70%-ს აღწევს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9