A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვირ ვის ვიტ

ვირუსი მარბურგის

E. Marburg virus
Rus. вирус Марбурга
L. Marburg virus
მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახის Margburgvirus-ის გვარს. 1967 წელს გამოყვეს მარბურგში (გერმანია) აფრიკულ მწვანე მაიმუნებზე მომუშავე ლაბორატორიის თანამშრომლებისაგან და ბელგრადში - ავადმყოფების სისხლისა და სექციური მასალისაგან. ადამიანში იწვევს მძიმე ინტოქსიკაციით, გამონაყრით, კანქვეშა და შინაგანი სისხლჩაქცევებით მიმდინარე ცხელებას. საინკუბაციო პერიოდი 3-9 დღეს შეადგენს. ლეტალობა 50-88%-ს აღწევს. რეზერვუარული მასპინძლები შეიძლება იყვნენ მღრღნელები და ღამურები.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9