E. O’Nyong-Nyong feverRus. вирус лихорадки О’НьонгL. O’Nyong- Nyong febris virus მიეკუთვნება ტოგავირუსების ოჯახის ალფავირუსის გვარს. გადამტანებია ანოფელესის გვარის კოღოები (A.funestus). ამ ვირუსისათვის რეზერვუარი და წყაროა ადამიანი და პრიმატები. ვირუსი იწვევს დენგესმაგვარი დაავადების ეპიდემიებს სამხრეთ-დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]