E. herpeszoster virusRus. вирус герпес-зостераL. herpes-zoster virus (ბერძნ. herpo ვხოხავ, zoster ქამარი) - ერთი და იგივე ვირუსი - Varicella-Zoster Virus (VZV) იწვევს კლინიკით და ეპიდემიოლოგიით განსხვავებულ დაავადებებს: ჩუტყვავილას (Varicella) და სარტყლისებურ ლიქენს (Zoster). ვარიცელა პირველადი დაავადებაა, ხოლო ზოსტერი - მეორადი ფორმა. თავისი სტრუქტურითა და მორფოლოგიით ვირუსი ძალზე ახლოსაა ანდა იდენტურიც კი Herpesviridae-ს ოჯახის სხვა წარმომადგენლებთან, ანტიგენურად კი განსხვავებულია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]