A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვირ ვის ვიტ

ვირუსი B ჰეპატიტის

E. B hepatitis virus
Rus. вирус В гепатита
L. B hepatitis virus
ვირუსი (HBV) აღმოჩენილ იქნა 1970 წელს დეინას მიერ. მიეკუთვნება Hepadnaviridae-ს ოჯახს. გენომი შედგება რგოლოვანი, ორჯაჭვიანი დნმ-ს მოლეკულისაგან, რომელსაც სხვა დნმგენომიანი ვირუსებისაგან განსხვავებით, აქვს ერთჯაჭვიანი მონაკვეთი. ახასიათებს უჩვეულო მდგრადობა მაღალი ტემპერატურებისადმი. ვირუსის შემადგენლობაში აღმოჩენილია 4 ანტიგენი: HBs, HBc, HBc da HBx. HBs ანტიგენი 1963 წელს აღმოაჩინა ბ. ბლუმბერგმა ავსტრალიელი აბორიგენების სისხლში. B ჰეპატიტის შემთხვევაში ინფექციის კარიბჭეს სისხლძარღვები წარმოადგენს. ვირუსი ფიქსირდება პირველ ყოვლისა, ჰეპატოციტებში, რომელთა დაზიანება იმუნურადაა განპირობებული. B ჰეპატიტის შემდგომ საკმაოდ ხშირია ციროზების და ჰეპატიტების განვითარება. ვირუსით დასენიანებას ხშირად ადგილი აქვს სამედიცინო მანიპულაციებისას, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ინფექციური სისხლის თუნდაც კვალის პარენტერულად მოხვედრისას. დადგენილია ვირუსის გადაცემის შესაძლებლობა სქესობრივი კონტაქტების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, არსებობს ნაყოფის ტრანსპლაცენტური დაინფიცირების, აგრეთგვე ახალშობილების დასენიანების შესაძლებლობა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9