A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვირ ვის ვიტ

ვირუსი D ჰეპატიტის

E. hepatitis virus
Rus. вирус D гепатита
L. D hepatitis virus
პირველად გამოყოფილ იქნა 1977 წელს B ჰეპატიტის ფორმით დაავადებული ავადმყოფის ჰეპატოციტების ბირთვიდან. ვირუსი აქამდე არ არის კლასიფიცირებული. შედგება რნმ-სა და შინაგანი ცილის - D ანტიგენისაგან. ვირუსის გარეთა გარსი შეიცავს HBs–ანტიგენს. გენომი წარმოდგენილია რნმ-ს ერთჯაჭვიანი მოლეკულით. ვირუსი დეფექტურია: მისი რეპლიკაციისათვის აუცილებელია ე.წ. დამხმარე ვირუსის თანამონაწილეობა, რომლის როლსაც ასრულებს B ჰეპატიტის ვირუსი. B ვირუსისაგან განსხვავებით, დელტა-ვირუსი ჰეპატოციტებზე ციტოტოქსიკურად მოქმედებს. ორივე ვირუსის ერთობლივი მოქმედება იწვევს პათოლოგიური პროცესის უფრო მძიმე კლინიკური ფორმების განვითარებას. ვირუსი გადაეცემა პარენტერულად და სქესობრივი გზით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9