E. vitaminesRus. витаминыL. vitaminae (ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი) - სხვადასხვა ქიმიური ბუნების ორგანულ ნაერთთა ჯგუფი. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებში. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ადამიანი და ცხოველები ვიტამინებს ვერ ასინთეზებენ და მათ საკვებთან ერთად იღებენ. ვიტამინების ძირითადი წყარო მცენარეებია, რომლებიც რიგ შემთხვევებში შეიცავენ პროვიტამინებს (მაგ., კაროტინს), რომლებიც ცხოველურ ორგანიზმში ვიტამინებად გარდაიქმნებიან. განასხვავებენ 2 სახის ვიტამინებს: ცხიმებში ხსნად (A, D, E, F და K) და წყალში ხსნად ვიტამინებს (C, P და B ვიტამინების ჯგუფს). ცნობილია დაახლოებით 40 ვიტამინი. ვიტამინები პირველმა აღმოაჩინა პოლონელმა მეცნიერმა კ.ფუნკმა 1911 წელს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]