A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვირ ვის ვიტ

ვიტამინი B1

E. vitamin B1
Rus. витамин B1
L. vitaminum B1
(ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი) - განსაკუთრებით ბევრია საფუარში, პურის ღერღილში, პარკოსან ბოსტნეულში, ცხოველების თირკმლებში, ღვიძლსა და ტვინში, ძროხისა და ცხვრის ხორცში და კვერცხის ყვითრში. საკვებ რაციონში ამ ვიტამინის სიმცირე პირველ ყოვლისა ვლინდება კუნთებისა და ნერვული სისტემის ფუნქციების ამა თუ იმ დარღვევებში. თუ ვიტამინის დეფიციტი უფრო გაღრმავდა, თავს იჩენს სპეციფიკური დაავადება ბერი-ბერის სახელწოდებით. ამ დროს ადგილი აქვს კუნთების ატროფიას დ დამბლას. საქართველოში ეს დაავადება იშვიათია, რადგანაც ჩვენში მიღებულ კვების რაციონში შედის ვიტამინ B1-ის შემცველი შავი პური, ლობიო და ა.შ. დღე-ღამის განმავლობაში ჯანმრთელი ადამიანისათვის აუცილებელია ამ ვიტამინის 1,5-2,0 მგ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9