A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვირ ვის ვიტ

ვიტამინი B6

E. vitamin B6
Rus. витамин B6
L. vitaminum B6
(ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი) - ამ ნივთიერების ჰიპოვიტამინოზი და მითუმეტეს, ავიტამინოზი, საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც საკვებ რაციონში დიდი ხნის მანძილზე არ შედის რძე და რძის პროდუქტები. ჰიპოვიტამინოზის დროს ადგილი აქვს პირღებინებას, მადის დაკარგვას, აგზნებადობის საგრძნობ მომატებას. ვითარდება სებორეული დერმატიტი. ვიტამინის ძირითადი წყაროა: რძე, ხაჭო, ყველი, ხორცი, ქათმის კვერცხი, თევზი და სხვ. ზრდასრულმა, ჯანმრთელმა ადამიანმა დღე-ღამის მანძილზე უნდა მიიღოს 2,0-3,0 მგ ვიტამინი.
Synonym: პირიდოქსინი
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9