A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვირ ვის ვიტ

ვიტამინი C

E. vitamin C
Rus. витамин C
L. vitaminum C
(ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი) - ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზდება და ამიტომ სისტემატურად უნდა იქნეს მიღებული საკვები პროდუქტების მეშვეობით. მისი დეფიციტის შემთხვევაში პირველ ყოვლისა ზიანდება სისხლძარღვების კედლები, ვითარდება მძიმე დაავადება სკორბუტი (იხ.). ასკორბინის მჟავას შეიცავს მრავალი ახალი ბოსტნეული და ხილი, მაგრამ ამ ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ოხრახუში, კამა, ასკილი, ახალი თეთრთავიანი კომბოსტო, მოცხარი, პომიდორი, ციტრუსები და კარტოფილი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9