E. vitamin PPRus. витамин PPL. vitaminum PP (ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი) - საკვებში ამ სახის ვიტამინის სიმცირე ხდება კანის, კუჭნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის დაავადების მიზეზი (იხ. პელაგრა). PP ვიტამინი ანუ როგორც მას ზოგჯერ ნიკოტინის მჟავას უწოდებენ, მონაწილეობს ერითროციტების ჰემოგლობინის წარმოქმნაში. ვიტამინის ყველაზე უფრო მისაწვდომი წყაროა ღერღილიდან დამზადებული პური, ბურღული, ღვიძლი, გული, თირკმლები, პარკოსანი ბოტნეული, თევზი. განსაკუთრებით ბევრია იგი ლუდისა და პურის საცხობ საფუარებში. ჩვეულებრივ, ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანის სადღეღამისო რაციონი 15-25მგ PP ვიტამინს უნდა შეიცავდეს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]