A E L R T X Y

ზა ზე ზი ზო ზრ ზუ ზღ
ზრდ

ზრდის ჰორმონი

E. growth hormone
Rus. гормон роста
L. hormonum incrementum
ასინთეზებს ჰიპოფიზის წინა წილი. ასტიმულირებს კიდურების გრძელი (ლულოვანი) ძვლების ზრდას, აგრეთვე აძლიერებს ცილის წარმოქმნას. მისი სინთეზი და სეკრეცია კონტროლირდება ჰიპოთალამუსში გამომუშავებული რილიზინგ-ფაქტორით, აგრეთვე სომატოსტატინით. ზრდის ჰორმონის ჭარბი გამომუშავება სქესობრივ მომწიფებამდე, განაპირობებს ადამიანის გიგანტიზმს, ხოლო ზრდასრულ ასაკში - აკრომეგალიის განვითარებას. ამ ჰორმონის დეფიციტი ბავშვებში იწვევს ქონდრისკაცობას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9