A E L R T X Y

თა თე თვ თი თო თრ თუ
თევ თეთ თელ თეო თერ თეძ

თერმოგრაფია

E. thermography
Rus. термография
L. thermographia
(ბერძნ. therme სითბო, სიცხე, grapho ვწერ) - ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებისაგან გამომავალი სითბოს რეგისტრაციის პროცესი, ინფრაწითელი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე ფოტოფირის მეშვეობით. მიღებულ გამოსახულებას თერმოგრამა ეწოდება. სხეულის სხვადასხვა ნაწილებისაგან გამომავალი სითბო იცვლება სისხლძარღვებში გამავალი სისხლის ინტენსივობის შესაბამისად. დარღვეული სისხლის მიმოქცევის მქონე უბნები გამოყოფენ სითბოს ნაკლებ რაოდენობას. აქვს რა გაძლიერებული სისხლის მიმოქცევა, სიმსივნე თერმოგრამაზე გამოიყურება როგორც „ცხელი“ კვანძი. აღნიშნულ მეთოდს იყენებენ სარძევე ჯირკვლების სიმსივნეების სადიაგნოზოდ (მამოთერმოგრაფია).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9