A E L R T X Y

თა თე თვ თი თო თრ თუ
თევ თეთ თელ თეო თერ თეძ

თერმორეგულაცია

E. thermoregulation
Rus. терморегуляция
L. thermoregulatio
(ბერძნ. therme სითბო, სიცხე, ლათ. regulo ვაწესრიგებ) - ფიზიოლოგიური ფუნქცია, რომელიც გარემოს ტემპერატურის ცვლილებების პირობებში უზრუნველყოფს ამა თუ იმ კონკრეტული სახეობისათვის დამახასიათებელი ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას. თერმორეგულაცია ორგანიზმის ჰომეოსტაზის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. კონტროლირდება თერმორეგულაციის ცენტრით, რომელიც წარმოადგენს ჰიპოთალამუსის ნაწილს. ეს უკანასკნელი კი ინტეგრაციას უწევს ადაპტაციური ქცევის ვეგეტატიურ, ემოციურ და მოტორულ კომპონენტებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9