A E L R T X Y

თა თე თვ თი თო თრ თუ
თვა

თვალი

E. eye
Rus. глаз
L. oculus
მხედველობის ორგანო: ახორციელებს სინათლის, ფერის, ფორმის აღქმას და რეაგირებს ამ გამღიზიანებლებზე. თვალში იმყოფება შუქმიმღები უჯრედები (ჩხირები და კოლბები), უამრავი ბიპოლარული და განგლიური უჯრედი და დამხმარე სტრუქტურების მთელი რიგი, ისეთები, როგორიცაა ბროლი და ფერადი გარსი. თვალი შედგება 3 კონცენტრირებული შრისაგან: 1. სკლერისაგან (ცილოვანი გარსი) და რქოვანისაგან; 2. სისხლძარღვოვანი გარსისაგან, წამწამოვანი სხეულისაგან, ბროლისა და ფერადი გარსისაგან და 3. ბადურისაგან. თვალის შიგთავსს განეკუთვნება შუქმტეხი სითხე, ბროლი და მინისებრი სხეული. თვალის ფორმის შენარჩუნება ხდება მინისებრი სხეულის ჰიდროსტატიკური წნევის მეშვეობით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9