E. kidneyRus. почкаL. ren შარდის და აზოტშემცველი წიდების (განსაკუთრებით, შარდოვანას) გამომყოფი წყვილი ორგანოა. მასში მკვეთრადაა გამოყოფილი ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერება. მისი სისხლის მომარაგება ხდება თირკმლის არტერიის საშუალებით. თირკმლის ძირითადი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია ნეფრონი. მონაწილეობენ ორგანიზმის თვითრეგულაციაში, ცილების ცვლაში, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, აგრეთვე არტერიული წნევის დონის მოწესრიგებაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]