A E L R T X Y

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აც
ავა ავი ავს ავტ

ავადმყოფობა ჰირშპრუნგის

L. morbus Hirschsprungi
Rus. болезнь Гиршпрунга
E. Hirschsprung’s disease
ნეონატალურ პერიოდში, სწორი ნაწლავის, ზოგჯერ კი კოლინჯის დისტალური განყოფილების მემკვიდრული მანკი, რისი მიზეზიცაა ნაწლავის კედლის და სისხლძარღვების ყველა ელემენტის დენერვაცია. ამასთან, ირღვევა ნაწლავის შემცველობის გავლა დაზიანებულ უბნებში, რასაც თან მოსდევს მისი დაგროვება კოლინჯში და ამ უკანასკნელის თანდათანობითი გაწელვა. ავადმყოფობის სიმპტომებია: მუცლის ტკივილები, შებერილობები და ძლიერი ან სრული ყაბზობა. მკურნალობა მდგომარეობს დაზიანებული უბნის ქირურგიულ ამოკვეთაში და ანასტომოზის დადებაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9