E. immunodeficitesRus. иммунодефицитыL. immunodefectus (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება, deficit არასაკმარისი) - მდგომარეობს ნორმალური იმუნური პასუხის დარღვევაში. განასხვავებენ პირველად ანუ მემკვიდრულ (გენეტიკურ) და მეორად (შეძენილ) იმუნოდეფიციტებს. მრავალი დაავადების და პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების მიზეზია, ამიტომაც საჭიროებენ პროფილაქტიკასა და მკურნალობას იმუნოტროპული პრეპარატების მეშვეობით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]