A E L R T X Y

ია იდ იე იზ ილ იმ ინ იო იპ ირ იუ იქ იშ
ინა ინბ ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც ინჰ

ინფექცია ლატენტური

E. latent infection
Rus. латентная инфекция
L. infectio latens
(ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, latens ფარული, მალული) - უსიმპტომო ინფექცია, რომელიც კლინიკურად არ მჟღავნდება. მიკრობმტარებლობისაგან განსხვავებით, თან ახლავს იმუნოლოგიური და პათოფიზიოლოგიური ცვლილებებები და მისი (გამომწვევის) გამოყოფა გარემოში ყოველთვის არაა შესაძლებელი. ლატენტური ინფექციის 2 გამოსავალი არსებობს: გამომწვევის ელიმინაცია (გამოჯანმრთელება) და გადასვლა კლინიკურ ფორმაში (ავადმყოფობა). უკანასკნელს ადგილი აქვს ადგილობრივი და ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში. არც თუ იშვიათად, ლატენტური ფორმით მიმდინარეობს პოლიომიელიტი, ბრუცელოზი, ზოგიერთი ვირუსული ჰეპატიტი და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9