A E L R T X Y

ია იდ იე იზ ილ იმ ინ იო იპ ირ იუ იქ იშ
ინა ინბ ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც ინჰ

ინფექცია მენინგოკოკური

E. meningococcal infection
Rus. менингококковая инфекция
L. infectio meningococcaceae
(ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, ბერძნ. meninx ტვინის გარსი, kokkos მარცვალი) - მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს მენინგოკოკი - Neisseria meningitidis. ბაქტერიის ენდოტოქსინს, გარდა ტოქსიკურობისა, გააჩნია პიროგენური, ნეკროზული და ლეტალური მოქმედებაც. ინფექცია გადეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ბაქტერია იწვევს ნაზოფარინგიტს, მენინგოკოკცემიას, ხოლო ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში - ეპიდემიურ ცერებროსპინალურ მენინგიტს (ზურგის და თავის ტვინის რბილი გარსების ჩირქოვანი ანთება). გადატანილი დაავადების შემდეგ ფორმირდება მყარი, ხანგრძლივი ანტიმიკრობული იმუნიტეტი. მკურნალობისათვის იყენებენ სულფანილამიდურ პრეპარატებს და ანტიბიოტიკებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9