E. dillRus. укропL. Anethum gaveolens L ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ფლავონოიდებს, კემპფეროლს, იზორამნეტინს. აქვეითებს არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, მადას, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. იყენებენ ქრონიკული კორონარული უკმარისობის, ჰიპერტონიული პათოლოგიის შემთხვევებში, როგორც შარდმდენ საშუალებას და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]