L. morbi tropiciRus. тропические заболеванияE. tropical diseases (ბერძნ. tropikos მოსაბრუნებელი) – დაავადებები, რომლებიც უმეტესწილად გვხვდება ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყელებში. ეს ეხება ვირუსულ, ბაქტერიულ, პარაზიტულ, რიკეტსიულ, სოკოვან დაავადებებს და სხვ. ტროპიკულია აგრეთვე სხვადასხვა დერმატიტები, ავიტამინოზები (ბერიბერი, სპრუ), სისხლის გენეტიკური ანომალიები (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია), შხამიანი გველებით, ობობებით და თევზებით გამოწვეული ინტოქსიკაციები. .
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]