E. Kaposhi’s sarcomaRus. саркома КапошиL. Kaposhi sarcoma პირველად აღწერა უნგრელმა მეცნიერმა, დერმატოლოგმა მ. კონმა ქალაქ კაპოშვარიდან. მ. კონი ცნობილია როგორც მ. კაპოში. ეს სარკომა ყველა სიმსივნის მხოლოდ 0,02%-ს შეადგენს, შიდს-თან დაკავშირებით კი მისმა სიხშირემ საგრძნობლად (4%- მდე) მოიმატა. ამ სიმსივნის დროს ზიანდება კანი და კანქვეშა შრეები, აგრეთვე პრაქტიკულად ყველა შინაგანი ორგანო. სიმსივნის უჯრედულ სუბსტრატს წარმოადგენს თითისტარისებრი უჯრედები, რომლებიც ხშირად ამჟღავნებენ ფაგოციტურ თვისებებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]