E. cariesRus. кариесL. caries (ლათ. caries ლპობა) - ქართულად: ძვლისმჭამელა. ძვლის ან კბილის მკვრივ ქსოვილში მიმდინარე ანთებითი პროცესი, რასაც თან სდევს ღრუს წარმოქმნა და ლპობა. კარიესის განვითარების ყველაზე უფრო სავარაუდო მიზეზია 3 ფაქტორის ერთობლიობა: კარიესოგენური საკვები (ნახშირწყლების მაღალი შემცველობით), ორგანიზმის მიდრეკილება და პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები (შტრეპტოცოცცუს მუტანს და შტრ. სანგუის). კარიესული ღრუს გაფართოებასთან ერთად, პროცესში თანდათანობით ერთვება პირის ღრუს მიკროფლორის თითქმის ყველა წარმომადგენელი (მკაცრი ანაერობები, ენტეროკოკები, ლაქტობაქტერიები).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]