L. morbi chromosomiRus. хромосомные заболеванияE. chromosomal diseases (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული) – მემკვიდრული დაავადებების ერთი ნაწილი. დაავადებები, რომლებიც განპირობებულია ქრომოსომების სტრუქტურული ან რაოდენობრივი ცვლილებებით. ქრომოსომული დაავადებების სიხშირე ახალშობილებში დაახლოებით 1%-ს შეადგენს. ყველაზე უფრო ცნობილი ქრომოსომული დაავადებებია: X-ტრისომია, კლაინფელტერის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, დაუნის დაავადება და სხვ. ზოგიერთი მემკვიდრული დაავადებების შემთხვევაში ქრომოსომების აბერაციები არ ვლინდება (მაგ., ჰემოფილია).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]