A E L R T X Y

კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კად კავ კაზ კათ კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კახ

კატარაქტა

E. cataract
Rus. катаракта
L. cataracta
(ბერძნ. katarrhaktes წყალვარდნილი) - თვალის ბროლის შემღვრევა, რასაც თან ახლავს მხედველობის მნიშვნელოვანი გაუარესება. განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით (მაგ., დიაბეტით) ან მოხუცებულობით. კატარაქტის მკურნალობა დაკავშირებულია დაზიანებული ბროლის ამოღებასთან (ექსტრაქციასთან). ოპერაციის შემდეგ პაციენტებს შეუძლიათ ატარონ კონტაქტური ლინზები ან სათანადო სათვალე (ექსტრაგირებული ბროლის ფუნქციის საკომპენსაციოდ). ბოლო ხანებში დაზიანებული ბროლის სანაცვლოდ პაციენტს უდგამენ ხელოვნურ ბროლს (lens implantation).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9