A E L R T X Y

კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კბი

კბილთა მწკრივი

E. dentition
Rus. зубной ряд
L. dentitio
კბილების განლაგება პირის ღრუში. სარძევე კბილების რიგი (deciduous dentition) წარმოადგენს 20 კბილს - მჭრელებს, ეშვებს და დიდ ძირითად კბილებს. ბავშვს პირველად (დაახლოებით 6 თვის ასაკში) ამოდის ქვედა მედიალური მჭრელი. სარძევე კბილების ამოჭრა ჩვეულებრივ სრულდება 2,5 წლისათვის. 12 წლამდე ბავშვს გააჩნია როგორც სარძევე, ასევე ძირითადი კბილები. კბილების ასეთ მწკრივს შერეულს (mixed dentition) უწოდებენ. კბილების მუდმივი მწკრივი (permanent dentition) შედგება 32 კბილისაგან (მჭრელები, ეშვები, მცირე და დიდი ძირითადი კბილები).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9