A E L R T X Y

კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვდ კვე კვი კვლ

კვაშიორკორი

E. kwashiorkor
Rus. квашиоркор
L. cwashiorcer
გამომწვევი მიზეზია საკვებში ცილების არასაკმარისი რაოდენობა და დაბალკალორიული საკვები. უფრო ხშირად უვითარდებათ 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს. დამახასიათებელია სისუსტე, ადინამია, ზრდაში ჩამორჩენა, წონაში დაკლება, შეშუპება, ფაღარათი, მეტეორიზმი, ჰეპატოსპლენომეგალია, ხშირია ღვიძლის ციროზი და ა.შ. გრანულოციტებს შორის გვხვდება გიგანტური მეტამიელოციტები. სისხლში დაქვეითებულია რკინისა და სპილენძის რაოდენობა. დაავადებული ბავშვებისათვის ძალზე ეფექტურია მიწის თხილი (არაქისი), ვინაიდან მასში დიდი რაოდენობითაა ცილები. სინ.: ბავშვთა პელაგრა, ჰიდროკახექსია, კვების ავთვისებიანი მოშლილობა დ ა.შ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9