E. clavulanic acidRus. клавулановая кислотаL. acidum clavulanum აფართოებს ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ანტიბაქტერიულ სპექტრს. ამას ეს პრეპარატი აღწევს ბაქტერიულ ბეტა-ლაქტამაზებთან შეუქცევადი შეკავშირებით და მათი შემდგომი ინჰიბირებით. კლავულანის მჟავის და ამოქსიცილინის კომბინაციას (აუგმენტინს) იყენებენ ბეტალაქტამაზების მქონე შტამების (H. infl uenza, Moraxella catarrhalis, Staphylococcus aureus, Escherichia coli) da Klebsiellas-ს და Enterobacter-ის სახეობების მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]