E. coli-infectionRus. коли-инфекцияL. coli-infectio (ბერძნ. kolon კოლინჯი, ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - ინფექციური დაავადებების ჯგუფია, რომელთა გამომწვევებია ნაწლავის ჩხირის პირობით-პათოგენური ან პათოგენური სეროტიპები. უმთავრესად ავადდებიან ადრეული ასაკის ბავშვები. დამახასიათებელია საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, უფრო ხშირად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, უფრო იშვიათად კი შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების და სხვა ორგანოების დაზიანება ანდა სეფსისის განვითარება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]