A E L R T X Y

კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კულ კუმ კუნ კუპ კურ კუჭ

კულის ანემია

E. Culi anemia
Rus. анемия Кули
L. anaemia Culi
დაავადება პირველად ამერიკაში აღწერეს კულიმ (Cooley) და ლიმ 1925 წელს. ეკუთვნის ჰემოგლობინოპათიას ანუ გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს. პათოლოგიური გენი აუტოსომურ-დომინანტური ტიპით გადადის. კულის ანემიის ქვეშ გულისხმობენ დიდ B-თალასემიას. კლინიკური სურათისათვის დამახასიათებელია ზრდაში ჩამორჩენა, წვრილი კიდურები, სიყვითლე, ფაღარათი, შემთხვევათა 60%-ში ჰეპატოსპლენომეგალია. ჰემატოლოგიური სტატუსიდან აღსანიშნავია ანემია (100%-ში), ლეიკოციტოზი და სხვ. მკურნალობა პალიატიურია, პროგნოზი კი არასახარბიელო. ჯანმო-ს მონაცემებით, კულის ანემიისაგან ყოველ წელს იღუპება 100000 ბავშვი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9