A E L R T X Y

კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კულ კუმ კუნ კუპ კურ კუჭ

კუნთოვანი ქსოვილი

E. muscle tissue
Rus. мышечная ткань
L. textura muscularis
გამოყოფენ განივზოლიან და გლუვ კუნთოვან ქსოვილს. განივზოლიან კუნთებს მიეკუთვნებიან ჩონჩხის და გულის კუნთები, თუმცა ამ უკანასკნელს ცალკეც განიხილავენ. განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი ძლიერ წაგრძელებული უჯრედებისაგან (მიობლასტები, მიოციტები) შედგება, ყოველ მათგანს კი დიდი რაოდენობით გააჩნია წვრილი, პარალელურად განლაგებული კუმშვადი ბოჭკოები ანუ მიოფიბრილები. გლუვი კუნთები ახასიათებს სისხლძარღვებს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და ზოგიერთ სხვა შინაგან ორგანოს. მათი თავისებურებაა ნელი შეკუმშვა და ამ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნა ენერგიის მინიმალური ხარჯვით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9